პატარა ხოჭომ შვედეთის ეკონომიკა $625 მილიონით დააზარალა

loading...

პატარა ხოჭომ, რომლის ზომაც 4 მილიმეტრია, შვედეთის ეკონომიკა $625 მილიონით აზარალა.
მწერმა შვედეთში უფრო მეტი ტყე გაანადგურა, ვიდრე გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულმა რეკორდულმა ხანძრებმა, - წერს გამოცემა Bloomberg-ი.
საქმე ეხება ნაძვის ქერქის მჭამელ ხოჭოს, რომელიც ტყის მთავარ მტრად ითვლება. პრობლემა ისაა, რომ მავნებელი მშრალ გარემოში საკმაოდ კარგად მრავლდება. გლობალური დათბობის პირობებში ხოჭო შვედეთის ტყეებისთვის უფრო საშიში ხდება. 
პესიმისტური პროგნოზით, შვედეთში მავნებელს შეუძლია მხოლოდ 2019 წელს 12,5 მილიონი კუბური მეტრი ტყე გაანადგუროს, რაც 6 მილიარდ შვედურ კრონს ( 625 მილიონ აშშ დოლარი) შეადგენს.  
გასულ წელს ქერქიჭამია ხოჭომ შვედეთში 4 მილიონი კუბური მეტრი ტყე გაანადგურა.
скачать dle 11.3
114 / 10 май 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები