ეს სკანდალური საქმე ბევრ მაღალჩინოსანს გადაიყოლებს, "შავი ბუღალტერიის" რვეული გაიხსნა

loading...



ეს სკანდალური ამბავი ბევრ მაღალჩინოსანს გადაიყოლებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ძალოვანი უწყებები კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებს ატარებენ მსგავსი ტიპის საქმეებზე, მაგრამ საქართველოში, სადაც ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, თავად არჩევს საქმეებს ბიზნესმენებს შორის არსებულ დავებში და სადაც "ურჩებს" ფარცხალაძის სარდაფი ელოდება, ცხადია კანონებს და სამართალს ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებულად კითხულობენ - ისე, როგორც აწყობთ და უნდათ.
ამ სკანდულ ისტორიაში, რამდენიმე მნიშვნელოვან პასაჟს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალების" წინააღმდეგ მებრძოლი ივანიშვილის გუნდს კვლავ "ნაციონალები" - სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის ყოფილი მოადგილეები და გავლენიანი პირები აკონტროლებენ.  ზურაბ ადეიშვილის ყოფილი პირველი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე, ამ დრომდე აგვარებს და აკონტორლებს საქმეებს ივანიშვილის პირადი ადვოკატის და ქვეყნის მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უწყებაში, ივანე მაჭავარიანის დაქვემდებარებაში მყოფ ფინანსურ სამსახურსა და "მინისტრთა შორის უპირველესი მინისტრის", გიორგი გახარიას სამინისტროში.
ამ სკანდალური საქმით, მინიმუმ სამი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ არ აღიძრა არც ერთი. სახეზეა ფაქტები და მტკიცებულებები დოკუმენტების გაყალბების,  სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობის თანხების დამალვის, ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მიერ ადამიანზე ზეწოლა-ძალადობის და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულს ვერ ხედავს!!!
"2020NEWS"-ის რესპოდენტი, ამ სკანდალური საქმით დაზარალებული პირი - გივი ჩეჩელაშვილია. დაახლოებით ორწელიწადნახევრის წინ, ბიზნესპარტნიორებს შორის დაწყებული სკანდალი გრძელდება. ყველაზე ბოლო ამბავი კი ის არის, რომ გივი ჩეჩელაშვილს რამდენიმე დღის წინ სახლი დაუცხრილეს. დამნაშავეები ჯერ ვერ იპოვნეს. როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, გამოძიება გრძელდება.  როგორც "2020NEWS"-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეს მცხეთის დუშეთის პოლიცია იძიებს.
გივი ჩეჩელაშვილი:
      
2008 წელს შევუერთდი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "შევარდენს", როგორც დამფუძნებელი პარტნიორი. მე, ჯემალ და ნოდარ ბეჟანიშვილებს და გია ჭყონიას, შემოგვქონდა ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები და ვახდენდით მის დისტრიბუციას მთელი ქვეყნის მაშტაბით. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის შეძენისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო საჭირო, ბანკიდან ავიღეთ კრედიტი ჩვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით. მე ყველაზე მეტი ქონება მქონდა ჩადებული. საერთო ქონების 60% მე და დანარჩენებს მხოლოდ 40%. ეს, ცხადია არ იყო პრობლემა და ვმუშაობდით.
ჩემმა პარტნიორებმა მალევე მითხრეს, რომ ე.წ. წილი უნდა მიგვეტანა სააკაშვილის ოჯახისთვის, რომ მუშაობაში ხელი არ შეგვშლოდა. თვეში 10 ათასი მიდიოდა ალასანიების ოჯახში ჩვენგან. იყო ვინმე მამუკა, რომლის გვარიც არ მახსოვს და რომელიც ჩვენთან მოდიოდა ხოლმე ოფისში, იგი ფირმაში არ იყო არანაირ თანამდებობაზე გაფორმებული და არც წესდებაში არ ფიგურირებდა და არ ფიგურირებს ეს პიროვნება, როგორც დამფუძნებელი ან წილის მფლობელი. შესაბამისად, გადასახადების გადახდა მის მიერ გატანილ თანხებზე ვერ ხდებოდა. გადაუხდელი გადასახადების რაოდენობა ჯამურად 500 000 ლარია რაც შეგვატყობინა თავის დროზე ჩვენმა აუდიტმა, თუმცა ჩემმა პარტნიორებმა თავი აარიდეს გადასახადს. იმ მოტივით, რომ სააკაშვილის ოჯახში წასულ თანხებს და გადასახადებს არავინ შეამოწმებდა. ასე რომ მამუკას ყოველდღე მიჰქონდა ფული ბუღალტრული აღრიცხვის გარეშე, მხოლოდ ე.წ. შავ ბუღალტერიაში ჩანს ეს ფაქტი, მაგრამ ყველგან ხელმოწერებით და გვარებით. უნდა გითხრათ ისიც, რომ რამდენჯერმე მეც მაქვს მათთვის ფული მიტანილი. ვაზუსტებ, ვეძისში, გივი ალასანიასთან, რომლის გარდაცვალების მერეც ასე გრძელდებოდა და ამის დამადასტურებელია ხსენებული ე.წ. „შავი ბუღალტერია“, რომლებიც რვეულების სახით დღემდე ჩემთან ინახება.
4 დამფუძნებლიდან ერთი - ჯემალ ბეჟანიშვილი იყო დირექტორი, მე ვიყავი მისი მოადგილე დისტრიბუციის მიმართლუებით და თითქმის სულ მივლინებაში ვიყავი, რადგან ეს ისეთი საქმეა, რომ მუდმივი ჩართულობა იყო საჭირო. მითუმეტეს დასავლეთ საქართველოში ჩვენ ფილიალში.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ პრობლემები დაიწყო დაახლოებით ორწელიწადნახევარი წლის წინ. ერთ დღეს ჩემმა პარტნიორებმა გამომიცხადეს, რომ იურისტი უნდა აგვეყვანა. ჩემგან მიიღეს თანხმობა და შევხვდით კიდევ ამ ადამიანს, რომელმაც ჩემზე, როგორც პროფესიონალმა,  ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და ვიკითხე კიდეც - ასეთი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი უმუშევარი რატომ არის-მეთქი. მერე მითხრეს, არ იცი, ეს ვინ არის, გიორგი ლაცაბიძეა, ადეიშვილის ყოფილი მოადგილეო. მე მას არ ვიცნობდი და არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ ახლა როგორც ირკვევა, არა მარტო მაშინ იყო გავლენიანი მაღალჩინოსანი, ახლაც სერიოზული გავლენები აქვს პროკურატურაზე და საგამოძიებო უწყებებზე.
შეხვედრიდან რომ წამოვედით ვკითხე ჩემს პარტნიორებს, ამ კაცს ნახევარი საქართველო დაჭერილი ჰყავს და ჩვენ როგორ გამოგვადგება იურისტად-მეთქი. არა გვჭირდებაო და აღარ შევქმენი პრობლემა, თუმცა მალევე ტელევიზორში ვნახე სასამართლო პროცესი, სადაც გიორგი ლაცაბიძეს წარდგენილი ქონდა ბრალი ტელევიზია "იბერიის", მისი კანონიერი  მეპატრონის -ზაზა ოქუაშვილისთვის ჩამორთმევის საქმეზე.
ცოტა ხანში დირექტორმა, ჯემალ ბეჟანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ მე დავიღალე, დირექტორობიდან უნდა წავიდეო და მოიყვანა გიორგი სირაძე, რომელიც ჯემალის სიძეა - ქალიშვილის მეუღლე და როგორც მოგვიანებით გავარკვიე, არის გიორგი ლაცაბიძის ცოლის ძმა. ეს გიორგი სირაძეც ყოფილი ძალოვანია.
როგორც კი ისინი მოვიდნენ, დაიწყეს დოკუმენტების ქექვა და გავიგე, რომ ჩემი მოცილება უნდოდათ კომპანიიდან.
იმის მიუხედავად, რომ მე ბევრად მეტი ქონებით ვიყავი შესული ამ საერთო საქმეში, ყველას გვქონდა თანაბარი წილი - 25-25 პროცენტი. ამ ლაცაბიძეს და სირაძეს მოუნდათ ჩემი წილის წაღება. შესაბამისად, დამაბრალეს, რომ დიდი რაოდენობით თანხები გაქვს გატანილი კომპანიიდანო. დავაზუსტებ, რომ რაღაც თანხები, რაც საჭირო იყო, ყველას გაგვქონდა და ამის აღრიცხვა ხდებოდა. როგორც შემდგომ აუდიტის დასკვნით აღმოჩნდა, მე პირიქით აქეთ მეკუთვნის დაახლოებით 450 000 ლარი.
რომ დაიძაბა ვითარება, ჩემი იურისტი და აუდიტორი მივიყვანე, რომ ყველაფერი გაგვერკვია. ლაცაბიძემ ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ორდერში შეცდომა აღმოაჩინა და დოკუმენტებთან არ მიუშვა ისინი. ცხადია მიზეზს ეძებდა. როგორც კი ჩემი იურისტი და ადვოკატი წავიდნენ, სასწრაფოდ დაიწყეს დოკუმენტების გადაკეთება. ჩვენ გვყავდა ჩვენი აუდიტი თემურ კომლაძე, რომელსაც დოკუმენტების გადაკეთება მოსთხოვეს და მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. სამაგიეროდ, ჯემალ ბეჟანიშვილის შვილმა მოიყვანა თავის მეგობარი აუდიტორი, დასხდნენ ბუღალტერთან ერთად, მთელი ღამე იმუშავეს და დოკუმენტები გააყალბეს. ეს შემდგომ აღმოაჩინა ჩემმა აუდიტმა და ჩაწერა კიდეც თავის დასკვნაში.
ამას თვითმხილველიც ჰყავს, ერთ-ერთი დისტრიბუტორი, რომელიც საღამოს ოფისში მივიდა და ეს სურათი ნახა. გარდა ამისა, ეს ხალხი მეც ვნახე, რადგან ჩვენ დამონტაჟებული გვქონდა შესაბამისი აპარატურა, რითაც სახლებიდან ვაკონტროლებდით, რა ხდებოდა ოფისში და მათ ეს ვიდეოკამერა ჩართული დარჩათ.
ორი დღის შემდეგ მივიყვანე ჩემი იურისტი და აუდიტორი, და რა აღმოჩნდა? მათ მისცეს დაკორექტირებული ვერსია.  მომაწერეს საქვეანგარიშო თანხა - 170 ათასი მქონდა თითქოს გატანილი და გასავლის ორდერები - ყალბი, რომლის მიხედვითაც, მე გატანილი მაქვს 166 ათასი, ოღონდ ამ ორდერებზე ჩემი ხელმოწერა არ არის. არის მხოლოდ ბუღალტრის - ლელა ხურციძის ხელმოწერა. ეს ყველაფერი აცნობეს საგადასახადოს და ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი, რადგან 2 წლის დოკუმენტაციის გადაკეთება მოხდა ერთ დღეში. ასევე,  ჩემმა აუდიტმა და ადვოკატმა მოითხოვეს წინა 2 წლის დოკუმენტაცია, რომელიც ხანდაზმულობის გამო ვერ გადაკეთდებოდა, მაგრამ ამ დოკუმენტების მოცემაზე უარი მივიღეთ და დღესაც არ გვაძლევენ, რადგან გადაუკეთებელ საბუთებში კიდევ უფრო მეტი თანხები გამოჩნდება ჩემზე მოსაცემი.
ორი წლის წინ ფინანსურ პოლიციაში შევიტანე საჩივარი თაღლითობისა და ჩემი კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
 
დამიბარა გამომძიებელმა მშვილდაძემ, მივედი ჩემს ადგოკატებთან ერთად. მაშინ, როდესაც ამ საქმის დეტალები ავუხსენი მითხრა, დიდი ყვითელი ლენტია ამ ფირმაზე შემოსარტყვმელი, იმხელა ფინანსური მაქინაციაა განხორციელებულიო, მაგრამ ხელმძღვანელობა აღძრავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეს ვერ გეტყვითო. მე მაშინვე ვუთხარი რომ ე.ი. ჩემ საჩივარში ნახსენები საშიშროება, საქმეზე ჩემი მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან უკანონო ლობირება ფინანსურში და პროკურატურაში ყოფილი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიერ რეალური ყოფილა-მეთქი. რის შემდეგაც გამომძიებელი დაიბნა და გვითხრა,  რომ უბრალოდ დასავლეთის მრჩეველების რეკომენდაციაა ფიზიკური პირების ფინასურ დავებში არ ჩავერიოთო. მე შემდგომ ეს საკითხი მივწერე ევროკავშირის ელჩს რაზეც მივიღე პასუხი, რომ ასეთ რეკომენდაციას ასოცირების ხელშეკრულება  არ ითვალისწინებს და საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ყველაფერს ამას მალე დაემატა ახალი დანაშაული ჩემს მიმართ. ჩემს აგარაკზე მომაკითხა 2 უცნობმა პირმა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა, რომლებმაც მუქარით მომთხოვეს საჩივრის გამოტანა. ისინი გამეცნენ როგორც ფირმის ბუღალტრის ახლობლები. მიუხედავად მუქარისა,  ცოტა ხანში მე საჩივარი განმეორებით შევიტანე ფინანსურში და ქურდული სამყაროს წევრების მიერ ჩემზე განხორციელებულ ზეწოლაზეც განვაცხადე. ამჯერად საქმე დაეწერა გამომძიებელ ალექსანდრე მებონიას. რაც შეეხება მანამდე გამომძიბელ მშვილდაძის მიერ ჩატარებულ ჩემს გამოკითხვას, მე მისგან მივიღე წერილობითი პასუხი, რომ საქმე არ განეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულს. როგორც ჩანს, გიორგი ლაცაბიძემ საკუთარი გავლენები გამოიყენა.
 
განსხვავებით მშვილდაძისგან, მებონიამ ჩემს გარდა, გამოკითხა ჩემი პარტნიორები და ფირმის ბუღალტერიც. მან სატელეფონო საუბარში მითხრა,  რომ აღმოაჩინა უზუსტობები ჩემი პარტნიორების და ბუღალტრის ჩვენებებსა და მათ მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს შორის. მე მაშინვე შევთავაზე რომ  სიმართლის ადვილად დასადგენად მივაწვდიდი ჩემს ხელთ არსებულ ე.წ. „შავი ბუღალტერიის რვეულებს“. რაზეც უარი მივიღე. ცოტა ხანში ისევ მომივიდა წერილობითი პასუხი, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე და ჩემ პრეტენზიაზე, რომ არ იქნა გამოყენებული შავი ბუღალტერიის დოკუმენტაცია, ალექსანდრე მებონიამ განმიცხადა, რომ მას არ ჰქონდა დრო ამდენი საბუთების შემოწმების. რაც შეეხება ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, ეს საქმე გამომძიებელმა მებონიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. გახარიას უწყებამ ოთხი თვე აწარმოა გამოძიება. ჯერ დამკითხეს საბურთალოს პოლიციაში, შემდეგ საქმე გადაეცა დიდუბის პოლიციას, იქ არც კი დავუკითხივართ, ისე გადასცეს საქმე დუშთის პოლიციას, საიდანაც საქმე გადაეცა უკან თბილისს და თბილისში შსს-ს შენობაში დამკითხა გამომძიებელმა მექვაბიშვლმა, მაგრამ მანაც საქმე გადასცა მცხეთის პოლიციას. იქაც დაკითხული ვიყავი გამომძიებლის მიერ, რომელმაც განმიცხადა, რომ ხანდაზმულობის გამო და შესამოწმებელი მობილური ზარების სიმრავლის გამო, საქმე უპერსპექტივო იყო. საბოლოოდ,  იძულებული გავხდი, სამოქალაქო დავა დამეწყო. წელიწადნახევრის წინ,  სამოქალაქო სასამართლოში შევიტანე სარჩელი. ამასობაში ჩემი წილის ფასი შევაფასებინე აუდიტს, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი წილი სულ ცოტა 500 000 ღირსო. მოსამართლემ პირველივე სხდომაზე მოგვცა წინადადება, რომ ერთმანეთში მოვრიგებულიყავით, რადგან საქმის დოკუმენტებიდან გამომდინარე თუ პროცესი გაგრძელდა, შეიძლება ფირმამ საერთოდ შეწყვიტოს არსებობაო. მე დავთანხმდი მოსამართლის წინადადებას და ადვოკატმა შესთავაზა მათ, 500 ათასი ლარი გადაიხადეთ ჩემ წილში, გადმოგიფორმებთ და ჩვენ დავას შევწყვეტთო. იმათ კი გვითხრეს 500 ათასი ძალიან დიდი თანხაა და არ გადავიხდითო. ამის საპასუხოდ მე შევთავაზე, რომ მილიონ ნახევარ ლარს მე გადავუხდიდი სამივე ჩემ პარტნიორს მათ მფლობელობაში არსებული წილის სანაცვლოდ, რაზეც იძულებული გახდნენ დამთანხმებულიყვნენ, რადგან მოსამართლესთან ორივე ჩემ შეთავაზებულ წინადადებაზე უარს ვერ გააჟღერებდნენ.
მე ნაპოვნი მყავდა ინვესტორი, რომელიც ამ საქმეში თანხის ჩადებას აპირებდა. შევხვდი და ვესაუბრე მას და რომ გაიგო, რომ სარეალიზაციო პროდუქცია რუსეთიდან შემომქონდა (დავაზუსტებ, ის რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ბიზნესმენია, გვარად კიკნაძე), გადაწყვიტა, რომ თავად მისულიყო იმ ქარხანაში და მოლაპარაკება ეწარმოებინა. მე მას ჩემი წარმომადგენელი გავაყოლე, მაგრამ ვიდრე ისინი მოსკოვში ჩავიდნენ, ჩემმა პარტნიორებმა ქარხანაში წერილი გააგზავნეს, რომ მანდ მოსული ხალხი ჩვენი წარმომადგენლები არ არიანო და ასე ჩაშალეს მოლაპარაკება, რის შემდეგაც ჩემი და ინვესტორის პრეტენზიაზე, თუ რატომ ჩაშალეს მოლაპარაკება,  მივიღეთ პასუხი, რომ წილს აღარ ვყიდითო. მათი ლოგიკა ასეთია, რატომ უნდა გაყიდონ თავისი წილი ან ჩემგან  იყიდონ, როდესაც შეუძლიათ მე არანაირი თანხები არ მიხადონ თაღლითურად საბუთების გაყალბებით, რადგან მათი ნათესავის, გიორგი ლაცაბიძის ლობირებით, პროკურატურაში არანაირი საშიშროება არ ემუქრებათ.
მიმდინარე წლის 4 მარტს, მესამედ შევიტანე საჩივარი ფინანსურში, ამჯერად აუდიტის დასკვენებს თან დავურთე ხსენებული "შავი ბუღალტერიის“ რვეული. საჩივარი ისევ ალექსანდრე მებონიასთან მოხვდა. მე მეგონა რომ იგი გამოკითხვაზე მაინც დამიბარებდა, მაგრამ 10 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც არავინ დამიკავშირდა, დავურეკე მებონიას. საუბრისას ავუხსენი მას, რომ ამ რვეულში არის მტკიცებულებები სამი სხვადასხვა დანაშაულის - 450 000 ლარის ოდენებით ჩემი კუთვნილი თანხის მითვისების, ნახევარი მილიონი ლარის სახელმწიფოზე არგადახდილი  გადასახადებისა და  უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცის და ასევე მათი მხრიდან ბიზნესის რეკეტის შესახებ. მოხდა გაუგონარი ამბავი სამართალდამცავი  ორგანოებისთვის. ისე, რომ არავის გამოვუკითხივარ თუ რას ვგულისხმობდი და სად რა ეწერა, ამ ე.წ. „შავი ბუღალტერიის რვეულში" ფინანსურმა და პროკურატურამ ერთად დაიბარეს ჩემი პარტნიორები და აჩვენეს ეს რვეული- მტკიცებულება, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ ამ რვეულის შესახ მათ არაფერი იციან და არც საშიშროებას ხედავენ. თუმცა, როგორც ავღნიშნე, რვეულში თავად მათი ხელმოწერებია შესაბამისი თანხების გასწვრივ და ასევე დირექტორის ხელით მითითებულია თანხების დანიშნულება. ორი დღის შემდგომ მე უკვე დავარეკინე ჩემ ადვოკატს გამომძიებელ მებონიასთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში ისევ ვერ აღმოჩნდა სისხლის დამაშაულის ნიშნები და ამის ოფიციალურ პასუხს გამომიგზავნიდა ფოსტით, თუმცა მე ასეთი პასუხი დღემდე არ მიმიღია.
ყველაფერი რაც ეხება გამომძიებლების მიერ ჩემს მიმართ ჩადენილ დანაშალს - თანამდებობრივ გულგრილობას და ა.შ. მე ამის მტკიცებულებები მაქვს აუდიო ჩანაწერების სახით.
 
საბოლოოდ, ამდენი უსამართლობის შემდგომ მიმტყუნა ნერვებმა, ეს ისტორია ჩავწერე ვიდეოზე და გამოვაქვეყნე ჩემს ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზე. ორ- სამ დღეში ჩემ ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი პარტნიორების ადვოკატი და შესთავაზა ასი ათასი ლარი, მაშინ როცა ადრე გამომძიებელ მებონიასთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ არც ერთ თეთრს არ გადანიხდიდნენ. როგორც ჩანს,  ჩემმა გმოქვეყნებულმა ვიდეო მასალამ მათთვის საშიშროება წარმოშვა სისხლის სამართლის კუთხით გამოძიების დაწყებისა. ადვოკატმა  ჩემთან შეთანხმებით ასი ათას ლარზე უარი განაცხადა, რადგან ეს თანხა ხუთჯერ-ექვსჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც დღესდღეობით მეკუთვნის. ამ უარის შემდეგ ორ-სამ დღეში ჩემ აგარაკზე ისევ მოხდა ინცინდენტი. ოღონდ ამჯერად განხორციელდა თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით. მე და ჩემ მეუღლეს გვესროლეს ფანჯრებში სამი ტყვია, საბედნიეროდ გადავრჩით, დავრეკეთ 112-ში  და ამჟამად საქმეს შსს იძიებს", - აცხადებს გივი ჩეჩელაშვილი.
რაც შეეხება საქმის სასამართლო ძიებას - შემდეგი პროცესი მაისის ბოლოს არის ჩანიშნული. გადაწვდება თუ არა ადეიშვილის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის გავლენები სასამართლოსაც, რომელსაც ასევე სკანდალური მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი აკონტროლებს, უახლოეს მომავალში გაირკვევა.скачать dle 11.3
313 / 14 май 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები