სასწრაფოდ! რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვრცელდება! საქართველომ გაკვეთილი ვერ ისწავლა 2008 წლის მოვლენებისგან, ამიტომ. . .

loading...
საქართველომ და დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
”სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს ნატო-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას. ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტმენტის განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი „ყველა ძალისხმევას იყენებს“ იმისათვის, რომ დაამყაროს დიალოგი და სრულფასოვანი მოლაპარაკებების პროცესი „საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.“
”ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამ პროცესში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რეგიონში დამყარებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარონ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეხმარება მათ ფინანსურად, მათ შორის „საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში, რომელთა მიზანი სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.“
„რუსეთის პოლიტიკა აბსოლუტურად გამჭირვალეა და მისი მიზანია პარტნიორებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარება ნდობისა და ურთიერთგაგების გაზრდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: https://www.interpressnews.ge
скачать dle 11.3
574 / 11 август 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები