ბიძინა ივანიშვილის აღიარება! ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია , ხაზარაძეს კი ნორმალური მადლობაც არ უთქვამს

loading...


ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია, ხაზარაძეს კი ნორმალური მადლობაც არ უთქვამს.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ვანო ჩხარტიშვილის საკითხს რამდენჯერმე შეეხო. ბიზნესმენმა პირდაპირ ეთერში ჩხარტიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენმა ივანიშვილს ყველაზე მეტად გაუწია ანგარიში.
„ჩხარტიშვილზე რასაც ამბობენ შემნახველი სალაროები ეს ძველია რაც მოსდევს, მისთვის ეს შეკითხვაც დამისვამს და ამბობს რომ საჯაროდ გააკეთა განმარტება. ანაბრებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა პარლამენტში, როდესაც ეგ დეპუტატი იყო. სხვა შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ, აგერ თიბისი ბანკი, ხაზარაძეს ნორმალური მადლობაც არ უთქვია. 30 მილიონი და სასამართლო ძალიან რთული სისტემაა. არ იფიქროთ და არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადაადგილებს. არა მე რაც მოვახერხე ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე. ყველა გაფრთხილებულია და იციან სასამართლოში როგორც კი გამოვა იქედან ხმა რაღაც საქმეზე და კითხვები გაჩნდება პირველი მე დავდგები წინ, რომ კორუფცია არ იყოს სასამართლოში. არც ერთი მაგალითი არ არის კორუფციული გარიგების სასამართლოში, ესეთ მძიმე თემებში მე გარედან ვეხმარებოდი მიუხედავად, ამისა ნახეთ როგორ ესხმიან თავს სასმართლოს“,- განცხადა ბიძინა ივნაიშვილმა.
 წყარო: https://commersant.ge
скачать dle 11.3
752 / 12 август 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები