რა ხდება ორგანიზმში, როცა რამე ადგილი გვეფხანება?

loading...

ქავილი, რომელსაც სხვანაირად პრურიტუსი ეწოდება, კანთან ასოცირებული კანისა და ნერვული უჯრედების მიერ გამოწვეული ძირითადი მგრძნობელობაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უსიამოვნო გრძნობა იყოს, პრურიტუსი, ისევე როგორც კანის სხვა მგრძნობელობები: შეხება, ტკივილი, ვიბრაცია, სიცივე და სითბო, მნიშვნელოვან მგრძნობელობით და თავდაცვით მექანიზმს ემსახურება.
ქავილი სახიფათო გარე აგენტების შესახებ გვაძლევს სიგნალს, მაგრამ თუ არ დამუშავდა, შესაძლოა აუტანელი გახდეს.
პრურიტუსი კანის მრავალი დაავადების დომინანტი სიმპტომია და ზოგჯერ ისეთ დაავადებებში ვლინდება, რომელიც მთლიან სხეულზე ახდენს გავლენას.
კანის ქავილის მგრძნობელობა წარმოიქმნება პრურიცეპტორების, ქავილის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების სტიმულაციით - მექანიკური, თერმული ან ქიმიური მედიატორებით. ესენია:
  • ქიმიკატები იმუნური პასუხისა (ჰისტამინები) და ტკივილის შემსუბუქებისთვის.
  • ნეიროპეპტიდები, რომლებიც მოიცავს ტკივილის მარეგულირებელ ტვინში გამოყოფილ გადამტანებს, მაგალითად, ენდორფინებს.
  • ნეიროგადამცემები - აცეტილოქოლინი და სეროტონინი.
  • პროსტაგლანდინები, რომლებიც ლიპიდები არიან და, სხვა ფუნქციებთან ერთად, ხერხემლის ნერვულ უჯრედებში ტკივილის შეგრძნებას ქმნიან.
ამ აგენტების მიერ გამოწვეული სტიმულაცია ძირითადად უკავშირდება კანის, ლორწოვანი მემბრანების ან თვალის კონიუქტივის გაღიზიანებას, გამოშრობას ან სხვა დაზიანებას.
ზოგადად, პრურიტუსი მოიცავს სპეციფიკური ნერვული უჯრედების პრურიცეპტორების აქტივაციას. მათ C-ბოჭკოები ეწოდებათ. ეს C-ბოჭკოები იდენტურია ტკივილის შეგრძნებასთან ასოცირებულ უჯრედებთან, მაგრამ ისინი ფუნქციურად განსხვავებულები არიან და მხოლოდ ქავილის შეგრძნებას „ამუშავებენ“ - ისინი ადამიანის კანში არსებული C-ბოჭკოების მხოლოდ 5%-ს შეადგენენ.
C-ბოჭკოებს, კანის ზედაპირულად სტიმულაციით, სიგნალები ნერვიდან - ზურგის ტვინში და შემდეგ თავის ტვინში გადააქვთ, სადაც მათი დამუშავება ხდება, შემდეგ კი წარმოიქმნება ქავილის ან დაზელვის რეფლექსი.
მოფხანვა და დაზელვა შემდეგ ხელს უშლის პრურიცეპტორების მიერ წარმოქმნილ შეგრძნებებს იმით, რომ ის სტიმულირებას უკეთებს სხვადასხვა ტკივილისა და შეხების რეცეპტორებს იმავე ადგილებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოფხანვა ქავილის შეგრძნებას ამსუბუქებს, ეს მხოლოდ დროებითია და შეიძლება კანის უფრო გაღიზიანება გამოიწვიოს და, დიდი ალბათობით, გახევაც, რაც, თავის მხრივ, ინფექციის წინაპირობაა.
პრურიტუსის დაახლოებით საუკუნოვანი კვლევის მიუხედავად, არ არსებობს ერთი, ცალკეული ეფექტური ანტიპრურიტული წამალი, თუმცა არსებობს ზოგიერთი აგენტი, რომლებიც ქავილის შეგრძნებას გარკვეული კლინიკური მდგომარეობისას ასუსტებენ. ეს აგენტები მოიცავს ლოსიონებსა და კრემებს (როგორიცაა კალამინი და ჰიდროკორტიზონი), ანტიჰისტამინებს, ოპიოიდურ ანტაგონისტებს, ასპირინსა და ულტრაიისფერი სინათლის თერაპიას
скачать dle 11.3
1 014 / 13 август 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები