ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადება! „არ უნდა გავიუარესოთ მდგომარეობა",ამიტომ . . .

loading...

„საკმაოდ დაძაბული და რთული საგარეო ვითარებაა მსოფლიოში. ამ შეხვედრის ანალიზს არ შევეცდები, თუმცა მე მგონი, ვიცი რაც ხდება" - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის" ჟურნალისტის დასმულ კითხვას დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის, და ზოგადად, საგარეო პოლიტიკის შესახებ.
„ძალიან რთულია დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია ვითარება. ამ ფონზე ამ შეხვედრის ანალიზს არ შევეცდები, თუმცა მე ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ და მგონი ვიცი, რაც ხდება. იმ ფონზე, რაც უნდა იცოდეს არამონაწილე პიროვნებამ" - ამბობს ივანიშვილი. .
მისი აზრით, „ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, და რაიმე პროვოკაციას არ წამოვეგოთ, არ უნდა გავიუარესოთ მდგომარეობა".
ივანიშვილის აზრით, „ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოში იხატება და ჩვენ დღეს გამოწვევებს ღირსეულად დავუდგებით".
скачать dle 11.3
3 822 / 19 август 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები