ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის სკანდალური განცხადება გავრცელდა!

loading...

ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ – სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ექსპრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში არსებულ ჭარბვალიანობის პრობლემას შეეხებოდა.
 
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის კვირიკაშვილს თვეში ერთხელ მაინც ახსენებდა, რომ მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემა მწვავედ იდგა, თუმცა ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს:
 
„ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი მალავდნენ კვლევას, რომ თურმე სავალუტო ფონდიც მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდგომ მე ვუთხარი, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება.
 
„ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქვეყნა, რაღაც მიზეზებს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა გუნდთან შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
скачать dle 11.3
2 934 / 02 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები