დიდი დაპირისპირება იწყება! გახარია, თუ პრემიერი გახდება ძალიან ცუდ რამეს . . .

loading...


პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ღიად უპირისპირდება. ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში მეუფე ამბობს, რომ გახარია "ცუდ რამეებს" აკეთებდა, რისი გამოაშკარავების შემთხვევაშიც მას "ხელმძღვანელობა მოიშორებს". მისივე თქმით, შს მინისტრს პრემიერობის უფლებას არ მისცემს. ამის მიზეზად კი პირად უთანხმოებას ასახელებს.
"გახარიასთან მე არა მაქვს ნორმალური ურთიერთობა, რა. არ ვიცი მექნება, თუ არ მექნება, ალბათ, ვერც მექნება. თვითონ იცის, უთხრეს რა, რის გამო არის მაგი ჩემგან. არ არის ესეთი რაღაცა, რომ ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რა. რაც საპატიებელი არ არის", — განაცხადა მეუფემ.
ჟურნალისტის კითხვაზე ეხება თუ არა ეს კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მეუფე იაკობი პასუხობს, რომ არა და ამატებს "იცის თვითონ, რასაც ეხება". მისივე თქმით, ეს კანონპროექტი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გახარია აპირებდა.
"ცუდ რამეს, ძალიან ცუდ რამეს. სხვებმაც, რომ გაუგონ ხო, ხელმძღვანელობამაც, რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ", — განაცხადა მეუფემ.
მეუფემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისთვის "ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია". მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მას არ აპატიებს და კარიერული წინსვლის უფლებას არ მისცემს.
"მაგრამ, თუ რამე წინსვლა და ზემოთ დაიწყო ჩამოვაგდებ რა იმიდან", — აღნიშნა იაკობმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამართლდება თუ არა მოლოდინები და გახდება გიორგი გახარია პრემიერი, მეუფე პასუხობს:
"თუ მაგი გახდება ხომ, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება, მაგას იქ არ გავუშვებთ, სადაც უნდა წასვლა. ზემოთ უნდა წასვლა რა, პრემიერობა უნდა. არ გავუშვებ მაგ იმაზე. იმიტომ, რომ არ შეიძლება რა, მაგ მენტალიტეტის ადამიანი ის იყოს".
ამავე ინტერვიუში მეუფემ აღნიშნა ისიც, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა მასთან "დაალაგეს". საპატრიარქოს გავლენა მარიხუანის კულტივაციის საკითხზე აქამდეც არაერთხელ განიხილეს. თუმცა, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რამდენად უკმაყოფილო იყო მოსახლეობა ამ კანონპროექტით.

ეკლესია კანაფის წარმოებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ

"ამ კანონპროექტს იურიდიული პოზიციიდან გამოსაწვევი არაფერი სჭირდა, მაგრამ პოლიტიკური და საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენი საპატრიარქოსა და მოსახლეობის პოზიციიდან გამომდინარე მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჩარჩოში მოექცეს.скачать dle 11.3
4 547 / 03 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები