დიდი სკანდალი! რაც აქამდე არ იცოდით! აუცილებლად წასაკითხი

loading...

ამერიკული გავლენიანი ტელეარხის  Fox News-ის ონლაინ გამოცემა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სკანდალურ სტატიას აქვეყნებს, სტატიაში ნათქვამია, რომ  ქართველმა ოლიგარქმა ბიძინა  ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნებში  რუსეთის  ჩარევის შედეგად გაიმარჯვა: „ ქართველმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილიმა , სავარაუდოდ, პრორუსული პლატფორმითა და რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა“-აღნიშნულია სტატიაში
აღნიშულმა რედაქციამ,მოიპოვა  ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები, სადაც  756 გვერდიანი მიმოწერიდან დიდი ნაწილი საქართველოს და ასევე ბიძნა ივანიშვილს ეხება, სწორედ ამ წერილებზე დაყრდნობით  წერს და აანალიზებს სტატიის ავტორი, რომ 2012  წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინს განზრახ არ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა.
აღნიშნულ სკანდალურ სტატიასთან დაკავშირებით  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა  ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განცხადება გააკეთა:
“შეიძლება ითქვას, რომ ჰილარი კლინტონს მისი მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ იმაში,რომ მას ჰქონდა კავშირი არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილთან. პირდაპირ არის საუბარი იმაზე,რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას საქართველოში ხელი შეუწყო რუსეთმა.
როგორც ჩანს ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია ის, რომ კლინტონს სავარაუდოდ შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ამ ინფორმაციით სააშკარაოზე გამოვიდა ის, რაც დიდი ხანია კულუარებში ითქმება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსავლის უკან რეალურად დგას რუსული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.скачать dle 11.3
1 408 / 09 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები