სასწრაფოდ! გიორგი გახარიას მოულოდნელი გადაწყვეტილება,ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი!

loading...

აი, რას გვპირდება გიორგი გახარია პრემიერად გახდომის შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე. გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად; 2020 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 430 000 ადამიანი; რეგიონებში დამატებით აშენდება მაღალსიჩქარიანი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 85 %-ზე მეტს ექნება მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ-ინფრასტრუქტურასთან წვდომა; 2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1,3 მლნ. ადამიანს; ხელი შეეწყობა ეკოტურიზმის, როგორც საინტერესო ტურისტული პროდუქტის განვითარებას; საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით მოხდება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვა საქართველოში; შემუშავდება სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად განაპირობებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას; განხორციელდება ჯავშანმანქანა “დიდგორის” შემდგომი დახვეწა და განვითარება ისეთი საბრძოლო და მხარდამჭერი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა კავშირგაბმულობა, სახანძრო, სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერა (მობილური ნაღმტყორცნი); გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის და ადმაიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად; 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება 9 ახალი იუსტიციის სახლი და 22 საზოგადოებრივი ცენტრი; 2020 წელს განხორციელდება პენსიების ზრდა და დაინერგება საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც მომავალში ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო გასაცემლების ზრდას. გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა; ახალი ბაზრების მოძიების მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის შემდგომი გაფართოება (ისრაელი, ინდოეთი, აშშ, ყურის არაბული ქვეყნები);скачать dle 11.3
1 083 / 09 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები