საპენსიო ფონდისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა! დეტალურად

loading...
დაგროვებითი პენსიადაგროვებითი პენსია


2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 20 მლნ ლარით იზრდება და  110 მლნ ლარს  შეადგენს.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 
პროექტის თანახმად აღნიშნული ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე მის ამოქმედებამდე იყო პროგნოზირებული.
ამასთან, საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობა იზრდება ხუთი ერთეულით, რაც გამოწვეულია უწყების საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებით. თუმცა, სააგენტოსთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა არ იცვლება და კვლავ 3.8 მილიონი ლარი იქნება.
პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი 23 სექტემბერს წარედგინა. ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის ავტორია ფინანსთა სამინისტრო.скачать dle 11.3
155 / 23 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები