სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია ოზურგეთში-25 წლის მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

loading...

მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
ო. შაინიძე საკუთარი ტრაქტორით (ე. წ ტ-16 "ტაჩანკა") ხრამში გადაიჩეხა.

ტრაქტორის მძღოლმა ავარიის დროს მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია: "ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ჩარევა უტარდება. მას დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება"-გვითხრეს ოზურგეთის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად ტრაქტორის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

скачать dle 11.3
719 / 25 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები