`

ათენში დაკარგულ გოგონას შესახებ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

loading...


ათენში დაკარგულ გოგონას შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლის ცნობით, ელეფსინადან ჩასულმა ახლობლებმა გოგონა უკვე მოინახულეს. მისი თქმით, ამ დროისთვის უგონოდაა.
„გზა აებნა და მატარებელს ძალიან შორს გაჰყვა. სალომეზე გაკეთებული რეპორტაჟიდან ექიმმა იცნო და ჟურნალისტებს დაუკავშირდა. ახლა უგონოდაა. ეს დღეები ტელეფონი გათიშული ჰქონდა“, - ამბობს ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და დაიკარგა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.

www.primetime.ge
скачать dle 11.3
1 598 / 27 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები