ეკა ბესელიას ძალზედ სკანდალური მიმართვა! ყველას გადაგიყოლებთ ამას თუ გამოვაქვეყნებ! რას აანონსებს იგი?!

loading...

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების შედმეგ აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, ის უფრო მეტს იტყვის. დეპუტატმა ჯერ ტელეკომპანია „პირველის“  ეთერში, შემდეგ კი „მთავარის არხზე“  განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე კიდევ მეტი აქვს სათქმელი და უკან არ დაიხევს. ის ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ მოსამართლეებს გაიყვანს, რომლებიც  20-კაციან სიაში არიან, მაშინ ის ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და ამაზე ოპოზიციასაც დაელაპარაკება. 
რა ფარულ გარიგებებზე საუბრობს ბესელია და ვინ არიან ე.წ. ბუღალტრები, რომლებიც სასამართლოს და იმ ადამიანებს შორის შუამავლები არიან, რომელთაც გარკვეული „საქმეებს მოგვარებაში“ ეხმარებიან?
ბესელიამ უკვე ილაპარაკა ისეთ დეტალებზე, რომლითაც, წესით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მათ შორის მთავარი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხებია - ორივე შემთხვევაში, კვალი, დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამდე მიდის.
ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში ვანო ზარდიაშვილის მოგვარე დები ფიგურირებენ. 26 სექტემბერს, ეკა ბესელიამ, ინგა გრიგოლიასა და ნიკა გვარამიასთან გადაცემებში პირდაპირ თქვა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებაში დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ხელი ურევია.
ბესელია  ამბობს, რომ დები ზარდიაშვილები მის  საქმეში მოწმეებად დაკითხეს. მათ აღიარეს, რომ ბესელიას პირადი ცხოვრების ვიდეო ერთმანეთს გაუზიარეს, თუმცა, მათ ბრალი, განსხვავებით სხვა ახალგაზრდებისგან, ვინც ეს ვიდეო ასევე გაავრცელეს, წარდგენილი არ აქვთ.
ორივე ტელეეთერში ეკა ბესელიას დაუსვეს შეკითხვა - შეიძლებოდა თუ არა, რომ  ეს კადრები ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე გავრცელებულიყო და მას ეს არ სცოდნოდა?
ამ კითხვაზე ბესელია პასუხობს, რომ „ამის დაჯერება არ სურს, რადგან ეს ნიშნავს დაიჯეროს, რომ „ბოლო 7 წელი ყველაზე ამორალური ადამიანის გვერდით იდგა“:
ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ეკა ბესელია, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხვდება. ის მას აძლევს პირობას, რომ საქმეს გამოიძიებენ. თუმცა ეუბნება ფრაზას: „ეკა, გაჩერდი, თორემ მე შენ ვერ დაგიცავ“.
ზუსტად ერთ თვეში იგივე კადრები ინტერნეტში ხელახლა გავრცელდა. ბესელია ვარაუდობს, რომ ამით ე.წ. მოსამართლეების კლანთან  დაპირისპირების შემდეგ მასზე შური იძიეს. 
ბესელია კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს: „ივანიშვილი ჩინჩალაძის გაყვანას მთხოვდა“.  დეპუტატი არაფორმალური შეხვედრის დეტალებზე ლაპარაკობს, რომელსაც, მისი თქმით, თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. ბესელია აცხადებს, რომ ივანიშვილთან ძალიან დაძაბული საუბარი მიდიოდა მოსამართლეების თაობაზე და ამბობს, რომ მას პირადად ივანიშვილმა სთხოვა ათიდან ხუთი მოსამართლე მაინც გაგვაყვანინე და მათ შორის, მიხელ ჩინჩალაძეო.
ბესელია ზარდიაშვილთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მასთან წითელი ხაზი მაშინ გაავლო, როცა  ზარდიაშვილი მის კაბინეტში შევიდა და უთხრა: „ჩვენ, სასამართლოს, ორი ბატონი გვეყოლება, რომლის ყველა სიტყვას შევასრულებთ - ივანიშვილი და შენ, ოღონდ ჩვენთან უნდა იმეგობროო“. ამ საუბრის შემდეგ, ეკა ბესელიას თქმით, მან ზარდიაშვილს კაბინეტი დაატოვებინა.
ბესელია აცხადებს, რომ არიან პარლამენტარები, რომლებიც დეპუტატის მანდატის გამოყენებით, სასამართლოსა და პროკურატურასთან საქმეების მოგვარებით არიან დაკავებულები. ესენი არიან: მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი და ვანო ზარდიაშვილი.
ეკა ბესელია ყველაფრის მოყოლას გეგმავს პროკურატურაში და ამბობს, რომ ზეგავლენით ვაჭრობა კორუფციული სქემის ნაწილია, რითიც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
ეკა ბესელიას ამ განცხადებას კი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეპუტატი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მსგავსი შეხვედრა ნამდვილად იყო. ჩუგოშვილი იმასაც ამბობს, რომ ორივე მათგანი მოსამართლეების სიის გასვლის წინააღმდეგები იყვნენ. 
„ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. 
„ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.  
მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტარი დავით მათიკაშვილი ბესელიას ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. მათიკაშვილი ამბობს, რომ  ბესელია უკვე თავის ტყუილებში გაიბლანდა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ბესელიას განცხადება ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ მას სურდა საკუთარი არაფორმალური მმართველობა სასამართლო სისტემაში დაემყარებინა.  მისივე თქმით, პარლამენტში მსგავსი ქმედება, რაც გუშინ ვიხილეთ, სრულიად მიუღებელი და დასაგმობია.  ასევე ტყუილია, რომ ის და მის მეგობრები ვინემს მოსამართლეებთან საქმეებს უგვარებდნენ. 
„არა აქვს მნიშვნელობა დაპირისპირების  მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარ სტანდარტს სცდება.  რაც შეეხება ბესელიას განცხადებას ივანიშვილთან შეხვედრაზე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში. 
„ბესელიას ერთადერთი მიზანია, რომ სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენები დაამყაროს. ფაქტია, რომ ამას ვერ აღწევს და ასეთი გამწარებული ამიტომაც არის. მისი ქმედებები დღითი-დღე უფრო უკონტროლო ხდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.  
იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეკა ბესელიას მიერ გაჟღერებული ინფორმაციით პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. მისი აზრით, დაუშვებელია, რომ სასამართლო სისიტემასთან დაკავშირებულ ამ სკანდალურ განცხადებებს რეაგირება არ მოჰყვეს. ალაფიშვილი ფიქრობს, რომ საერთოდ უმჯობესია საპარალმენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხები იქნას მიღებული. 
„სასამართლოსთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია ბევრი რამ გამოსაძიებელი და შესასწავლია. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება (და როგორც ვხედავთ არც ეს არის გამონაკლისი) ცდილობს, რომ სასამართლო სისტემა მისდამი ლოიალური იყოს.  ამისთვის კი ყველაფერს აკეთებს. შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ მესამე ხელისუფლება პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული. სამწუხაროდ ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობს, რომ თავად მოსამართლეების შიგნით დამოუკიდებლობის შეგრძნება სათანადო დონეზე არ არის. 
„ამ მდგომარეობას ჰქვია ის, რომ ჩვენ მოქალაქეები კონსტიტუციურად დაუცველები ვართ იმისგან, რომ ჩვენზე პოლიტიკური ძალადობა არ მოხდეს. ამის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტი მართლმსაჯულება გვაქვს და ვხედავთ, რომ მისი გაკონტროლებაც ხდება. 
„ვფიქრობ  ბესელიას განცხადებების შემდეგ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რა სქემებზე და გარიგებებზეა საუბარი. ასევე უნდა მოხდეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა გავიგოთ საქმე  რასთან გვაქვს“, - აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.
скачать dle 11.3
503 / 27 сентябрь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები