სასწრაფოდ! კობი-გუდაურის გზაზე - მგზავრებით სავსე 3 ავტობუსი ზვავში მოჰყვა

loading...


უამინდობა საქართველოში - მგზავრებით სავსე 3 ავტობუსი კობი-გუდაურის მთავარ მაგისტრალზე ზვავში მოჰყვა. გარე სამყაროს მოწყვეტილი ხალხი, დახმარებას მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა ქარბუქის გამო მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონასთან მიახლოებას ვერ ხერხდება.
მგზავრებით სავსე ავტობუსებს ზვავმა გზა დილის 6 საათზე ჩაუკეტა. სიცივეში და საკვების გარეშე დარჩენილი ხალხი შველას მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა.
ჩამოწოლილმა თოვლის მასამ სრულად დაფარა მსუბუქი ავტომობილი, რომელიც სტეფანწმინდიდან გუდაურის მიმართულებით მოძრაობდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დაწესებული შეზღუდვისა და ძლიერი ქარბუქის გამო, მაშველები კობის უღელტეხილზე შესვლას ვერ ახერხებდნენ. გზის გახსნა დროებით მაშველებმა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლეს და მგზავრები ნაწილი გამოიყვანეს.
გუდაურთან ჩარჩენილმა ხალხმა დახმარებისთვის პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, ჩაკეტილი გზის გაწმენდას ვერავინ ახერხებდა.
მგზავრების თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს ისინი უამინდობის და ზვავსაშიშროების შესახებ არ გააფრთხილეს, კობის უღელტეხილზე კი მალევე სრულ იზოლაციაში და თოვლის ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
კობი-გუდაურის გზაზე ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები გზის გაწმენდას უშედეგოდ ელოდებიან. დღევანდელი ღამის გათენება ქუჩაში მოუწევთ 2 ავტობუსის მგზავრებს, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია როდის მოიხსნება შეზღუდვა.скачать dle 11.3
4 153 / 17 апрель 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები