საზარელი ინფორმაცია! 19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს

loading...

19 წლის ბანგლადეშელი გოგო ნუსრათ ჯაჰან რაფი თავის სკოლაში ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც მან სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შემთხვევა ბანგლადეშის დედაქალაქიდან 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ფენიში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

      დირექტორის დაკავების შემდეგ, გოგონას მისამართით მუქარები დაიწყო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი პოლიციისგან მის გათავისუფლებას ითხოვდა. ნუსრათის ოჯახის წევრების თქმით, ისინი შვილის უსაფრთხოებაზე ძალია ღელავდნენ, თუმცა გოგონა 6 აპრილს გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მაინც წავიდა.
      სკოლაში წასვლის შემდეგ ნუსრეთს ერთ-ერთი მოსწავლე შეხვდა და სკოლის სახურავზე აყოლა სთხოვა, სადაც მისი თქმით, მათ მეგობარს სცემდნენ. სახურავზე ასულ ნუსრეთს იქ ხუთამდე ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისგან საჩივრის უკან გამოტანა მოითხოვეს, უარის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.
საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას სხეული 80% ქონდა დამწვარი. გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნუსრეთის გარდაცვალებამ დიდი პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 15 ადამიანი დააკავა, მათგან 7 მკვლელობაშ მონაწილეობისთვის. დაკავებულთა შორის არის ის მოსწავლეებიც, რომლებიც დირექტორის მხარდასაჭერ აქციებს უკეთებდნენ ორგანიზებას, თავად დირექტორი ისევ პატიმრობაში რჩება.
скачать dle 11.3
150 / 18 апрель 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები