მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე : "ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება"

loading...

დო­ნალდ ტრამ­პი ირანს აფრ­თხი­ლებს, რომ აშშ-სთან ბრძო­ლა მისი გა­ნად­გუ­რე­ბით დას­რულ­დე­ბა, ამის შე­სა­ხებ CNN წერს.
„თუ ირანს სურს ბრძო­ლა, ეს ირა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა. არა­სო­დეს და­ე­მუქ­როთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს!“ - და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა „ტვი­ტერ­ზე“.
გუ­შინ კი ტრამპმა „ფოქს ნი­უ­სის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ არ სურს, ირანს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი ჰქონ­დეს და აშშ-ს ემუქ­რე­ბო­დეს. „მე არ მინ­და ომი, რად­გან ეს აზი­ა­ნებს ეკო­ნო­მი­კას და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ომის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან,“ - აღ­ნიშ­ნა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა.
ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე სულ უფრო იზ­რდე­ბა. ვა­შინგტონ­მა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში და­მა­ტე­ბი­თი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი გაგ­ზავ­ნა.
BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ირან­მა 2015 წელს და­დე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­არ­ღვია და გა­ნა­ცხა­და, რომ გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნის წარ­მო­ე­ბას გა­აგ­რძე­ლებ­და.
შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად, ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ირანს სან­ქცი­ე­ბი მო­ეხ­სნე­ბო­და, თუმ­ცა გა­სულ წელს აშშ შე­თან­ხმე­ბას ცალ­მხრი­ვად გა­მო­ე­თი­შა. ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­რი­გე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი იყო და სან­ქცი­ე­ბი კვლავ აღად­გი­ნა.
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ი­რან­მა სპარ­სე­თის ყუ­რე­ში გე­მებ­ზე რა­კე­ტე­ბი გა­ნა­თავ­სა. ამე­რი­კე­ლი გა­მომ­ძი­ენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი ირან­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის ნა­პირ­თან ახ­ლოს ოთხი ტან­კე­რი და­ა­ზი­ა­ნა, ბრალ­დე­ბას ირა­ნი უარ­ყოფს.

წყარო: ambebi.ge



скачать dle 11.3
312 / 25 май 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები