სკანდალი ტრამპსა და მეგან მარკლს შორის - "არ ვიცოდი, თუ საზიზღარი იყო"

loading...


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩადის, მასთან ერთად ლონდონს თითქმის მთელი მისი ოჯახიც სტუმრობს, დღეს ტრამპს ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-სთან, პრინც ჩარლზსა და კამილასთან, კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიასთან შეხვედრა ელოდება, ტრამპს შეხვდება პრინცი ჰარიც. რაც შეეხება სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს, მიუხედავად იმისა რომ ის დაბადებით ამერიკელია, ტრამპი მას არ შეხვდება. მეგანს საპატიო მიზეზი აქვს, მან ცოტა ხნის წინ შვილი გააჩინა, თუმცა როგორც ლონდონური პრესა წერდა ამ საპატიო მიზეზის გარეშეც მეგანი ტრამპთან შეხვედრას არ მოისურვებდა.
2016 წელს, არჩევნების წინ მეგან მარკლმა ტრამპს ქალთმოძულე უწოდა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.
ბრიტანეთში ვიზიტამდე ტრამპს მეგანის ეს კომენტარი შეახსენებს, რაზეც ტრამპმა The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა: "არ ვიცოდი, თუ საზიზღარი იყო. იმედი მაქვს, ახლა ნორმალურად არის". თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება ტვიტერზე უარყო და განაცხადა რომ ასეთი რამე არასდროს უთქვამს.
скачать dle 11.3
100 / 03 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები