რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს საქართველოს, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს

loading...
საქართველოს პატრიარქის თქმით, "საქართველო არა მარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი". ამის შესახებ ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი წარსულით. რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს სიონის საკათედრო ტაძარს და რამდენი ბედნიერი დღეები", - აღნიშნა ილია მეორემ. 
"რწმენა გვაძლიერებს ჩვენ. ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მსოფლიოს განსაცდელები ექნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას და საქართველო გაბრწყინდება. არა მარტო გადარჩება, მქადაგებელი იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების", - თქვა პატრიარქმა ქადაგებისას. 
скачать dle 11.3
175 / 11 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები