ბაღლინჯოები, ტკიპები და რწყილები, ექიმების ნაკლებობა და მედიკამენტების დეფიციტი - რა ხდება გლდანის ციხეში

loading...


ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ, გლდანის ციხე რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ დატოვა, პენიტენციურ დაწესებულებასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა და უწყებაში არსებული ვითარება გააპროტესტა.
როგორც სვანაძე ამბობს, დაწესებულებაში მედპერსონალის არასაკმარისი რაოდენობაა, აფთიაქში კი მედიკამენტების დეფიციტია, რის გამოც პატიმრებს გაუსაძლისი ტკივილების ატანა უწევთ.
„სამი ათას მსჯავრდებულზე მოდის, სულ რაღაც, 7 თუ 8 ექიმი. ექიმები ვერ ასწრებენ საკნებში დაავადებულ პაციენტებთან დროულად მისვლას, რაც შეიძლება ფატალურადაც კი დამთავრდეს. აქვე არის აფთიაქში პრობლემა, დეფიციტი არის მედიკამენტების,“ - ამბობს ზაზა სვანაძე.
პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ასევე, სდაუბრობს ზაზა სვანაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძე.
„პატიმრები არიან დაკბენილები ე.წ. ბაღლინჯოსგან, ტკიპებისგან, რწყილებისგან და ამაზე არ ხდება ამ კუთხით ყურადღების მიქცევა... მთავარი მოთხოვნაა, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გააკონტროლებს მსგავსი პატიმრების პრობლემებს,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
скачать dle 11.3
363 / 12 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები