სასწრაფოდ! პრეზიდენტის ესკორტი ავარიაში მოყვა!

loading...

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის კორტეჟის მანქანები ზაპოროჟიეს ოლქში ავარიაში მოყვნენ. თვით პრეზიდენტი მანქანით არ მგზავრობდა, ის დედაქალაქში თვითმფრინავით დაბრუნდა. პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ცდილობდნენ ავტობუსების კოლონის გასწრებას და ამ დროს კორტეჟის მიკროავტობუსი „Volkswagen Transporter“-ი, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, იმავე მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილს დაეჯახა. ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა. ავტობუსებში ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც კურორტებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ავტობუსების მგზავრები არ დაშავებულან.
სოციალურ ქსელში ამ ავარიის ამსახველი ვიდეომალასაც გაჩნდა, რომელიც ავარიის შემდეგ არის გადაღებული.
ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.



скачать dle 11.3
2 905 / 15 июль 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები