სასწრაფოდ! 3 ჰექტარი ტყის მასივი იწვის, ხელისუფლება კი ხანძრის შესახებ ინფორმაციას მალავს

loading...

ტელეკომპანია дождь-ის ინფორმაციით, ციმბირის ოთხ რაიონში ხანძრის საერთო ფართობმა გადააჭარბა 1,6 მილიონ ჰექტარს, ხოლო იაკუტში ტყის მასივის 1,13 მილიონი ჰექტარია უკვე დამწვარი. ხალხი ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და დამატებით სასწრაფო დახმარებას, რადგან სერიოზული საფრთხე ემუქრებათ ცხოველეისა და ადამიანების სიცოცხლეს.

მოქალაქეებმა 360 000 ხელმოწერით მიმართეს ხელისუფლებას დახმარებაზე დამატებითი ძალების გამოგზავნასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 2715 მეხანძრე და 343 სპეცტექნიკა. 28 ცეცხლმქრობი საჰაერო აპარატიც ოპერირებს აგრეთვე ხანძრის გავრცელების ზონაში, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მთავრობა არ უთმობს შესაბამის ყურადღებას და არ ახდენს ძალების მაქსიმალურ მობილიზებას კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აღნიშული ვითარების შესახებ სახელისუფლებო ტელევიზიებშიც კი ინფორმაცია არ გადაიცემა საზოგადეობისთვის.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და მათი განცხადებით, ცეცხლი და დაკვამლიანება არაა საშიში, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
скачать dle 11.3
1 932 / 29 июль 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები