ქართველი სტუდენტის სკანდალური აღიარება სააკაშვილზე "მერჩივნა შუბლში დაეხალათ ტყვია ვიდრე მის საჯიჯგნად ქცეულიყო ჩემი სხეული"

loading...



სააკაშვილის სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა რომ დასრულდა, დაცვამ მომკიდა ხელი და მის ოთახში შემიყვანეს. რომ დამინახა ეშმაკურად შემომხედა და მითხრა: ხომ იცი აქ რატომაც ხარო…მესამე კურსს ვასრულებდი, როცა მიხეილ სააკაშვილის საჯარო შეხვედრაზე მიგვიწვიეს. მისი, როგორც პიროვნების მიმართ ატანა არ მქონდა. როცა ეს შემოთავაზება მივიღე არ მესიამოვნა, მაგრამ სხვა რა გზა იყო, თვით “დიქტატორის” მოთხოვნა იყო, ხალხში კი ისეთი შიში იყო მთელს საზოგადოებაში, რომ ჩემი პირადი შეხედულების გამო მომავლის დანგრევა არ მსურდა და დავთანხმდი.
მანამდე არასდროს მყავდა ნანახი, მხოლოდ ტელევიზორში თუ ვნახავდი და ისიც ამრეზით.
როცა სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებს მოგვმართა, ძალიან უშუალო და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ, რა ამბებიც მის გარშემო ტრიალებდა, ვერ მივეცი თავს უფლება რომ მისი ერთი სიტყვაც დამეჯერებინა, მითუმეტეს აზრი შემცვლოდა ამ ადამიანზე.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საკუთარი აზრის გამოთქმა გვთხოვა და ჩვენი შეხედულებების გაზიარება. დიდხანს ვიკავებდი თავს, რომ არ წამოვმხტარიყავი ფეხზე და არ გამეხსენებინა ყველა ის დანაშაული რაც მან ჩაიდინა ჩვენი ერის წინაშე. მაგრამ თავს ვიკავებდი მაქსიმალურად და ბრაზი მახრჩობდა, რომ არ შემეძლო მთელი სიბრაზე და ბოღმა მენთხია.
ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც ოვაციებით ხვდებოდა მის ყოველ სიტყვას და კრიტიკული აზრის გამოთქმის მაგივრად პირფერობას არ იშურებდა, გახდა იმის მიზეზი, რომ პრეეზიდენტი და მისი პოლიტიკა გავაპროტესტე. ვიცოდი რაც მომივიდოდა მაგრამ უსამართლობამ თავზე ხელი ამაღებინა. თვალებში ვუყურებდი, მაქსიმალური თავშეკავებით ვამბობდი სათქმელს, რომ არ გადამემეტებინა. ის, კი მიყურებდა და ვგრძნობდი როგორ ივსებოდა ბრაზით, მის თვალებში ვხედავდი მხეცს, რომელიც ელოდებოდა როგორ გამგლეჯდა შუაზე და ისე გამაქრობდნენ რომ ჩემს გვამსაც ვერავინ იპოვიდა…
შეხვედრა დამთავრდა. როცა გავდიოდით, დაცვამ მანიშნა უნდა გამოგვყვეთო. უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. შიშმა ამიტანა და უდდიდესმა სინანულმა, რომ ენას კბილი არ დავაჭირე. უფლის იმედადღა ვიყავი და გავყევი. რამდენიმე წუთი მივდიოდით, ეს რამოდენიმე წუთი კი საუკუნედ მექცა. გაგონილი მქონდა, რომ საჯარო შეხვედრებზე ვისაც თვალს დააგამდა, ყველასთან წვებოდა ნებით ან ძალით. მერჩივნა შუბლში დაეხალათ ტყვია ვიდრე მის საჯიჯგნად ქცეულიყო ჩემი სხეული. მითუმეტეს არ შეისმენდა ჩემს ხვეწნა მუდარას, როგორი კრიტიკითაც გამოვედი მის წინაშე. მოკლედ მივდიოდი და მიმქონდა ჩემი სხეული, რომელსაც წაბილწავდნენ, სულს კი წამებაში ამომხდიდნენ.
შევედით მის კაბინეტში. დაცვას ანიშნა დაგვტოვეთო, და ეშმაკურად შემომხედა
– იცი, აქ რატომ ხარ?
– კი, ვიცი და გთხოვთ, გეხვეწებით არაფერი დამიშავოთ!
ეს რომ ვუთხარი, ხმამაღლა სიცილი დაიწყო. მე კი ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
– ანუ, გგონია აქ იმიტომ შემოგიპატიჟე, რომ რამე დაგიშავო?
– კი, რადგან ბევრი რამე მაქვს გაგებული აქ, რა საშინელებებიც ხდება.
მე კი შენი ამბიციური და მებრძოლი ხასიათის გამო მინდოდა შენთან საუბარი და დახმარება გამეწია. – აბა მომიყევი რა გაქვს გაგებული, ოღონდ დამშვიდდი.
მეც, მოვუყევი ყველაფერი რასაც ხალხი ამბობდა, თუ რა ხდებოდა პრეზიდენტის სასახლეში. უცებ სიცილი წასკდა. მეც განცვიფრებული ვიყავი, ასე ოსტატურად როგორ იკავებს თავს და არ ბრაზდებათქო.
შემდეგ ფეხზდ წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და თქვა, შენი აზრით შეიძლება ადამიანმა უმიზეზოდ დახოცოს ხალხი, გააუპატიუროს ყველა ვინც მოეწონება და ქვეყანა დაღუპოსო?
მისმა სიტყვებში სინანული ვიგრძენი. ალბათ გული აუჩუყდა და გაანალიზა თავისი დანაშაული თქო. მაგრამ ვცდებოდი. არ მეგონა თუ ამდენი ამაგის შემდეგ ჩემს ერზე, ყველა ასე უსირცხვილოდ იმეორებს იმ ჭორებს, რომლებსაც ერთი გრამი სიმართლეც არ ურევიაო. ამერიკის პრეზიდენტი, როცა სექსით დაკავდა თეთრ სახლში, კინაღამ იმპიჩმენტი მოუწყვეს და გადააგდესო. მე, რომ ასეთ რამეებს ჩავდიოდე გგონია ამერიკის, ევროპის ან რუსეთის დაზვერვა ვერ აღმოაჩენდა მაგასო? ან თუნდაც ჩემი ცოლი, ან ჩემი ოპონენტები, რომლებიც რამისაა რენდგენში მიტარებენ რას ვჭამო. შენნაირი კრიტიკული აზროვნების გოგოს, ნუთუ არ გაგიჩნდა კითხვა, პუტინის “კგბ” – შნიკ დაზვერვის აგენტებზე ჭკვიანია, რომელიმე გაუნათლებელი და ჭორიკანა ქართველი, რომელიც ასეთ არარეალურ ჭორებს იგონებსო?
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. მაგრამ მაინც ვერ გამოვუტყდი ჩემს თავს, რომ ჩემს წინ მანიაკი კი არა, უბრალოდ საქართველოს მოყვარე ადამიანი იდგა. მე წამოვედი სიტყვის უთქმელად.
მეოთხე კურსის, წინ როცა უნივერსიტეტის გადასახადი უნდა შემეტანა, რომელიც მთელი ზაფხულის მულჩაუხრელი შრომის შედეგად მოვაგროვე – გავიგე, რომ ჩემი ბოლო წლის გადასახადი მთლიანად დაფარული იყო. როცა ვიკითხე თუ ვინ ჩარიცხა ეს ფული, მითხრეს რომ კომფიდენციალური იყო.
გავიდა 2 წელი. იმედით სავსე თვალები, რომლებიც ქართულ ოცნებას მივაბყარით ყველამ 2012 წელს, მალე ცრემლებით აივსო ისრაელის ერთ-ერთი რესტორნის სარდაფში, სადაც არალეგალურად სოროში გამომწყვდეული თაგვივით ჭურჭელს ვრეცხადვდი. აქ ისრაელში, ვინმემ რომ იგივე ჩაიდინოს რასაც საქართველოში აკეთებდნენ კრიმინალები, ციხეში კი არა პირდაპირ ჯოჯოხეთში იშვებენ. ვინც სახელმწიფოს განვითრებას ოდნავ მაინც ხელს უშლის, მის გვამსაც კი აქრობენ. ჭორებს და მსგავს რამეს ვინც იგონებს და ვერ ამტკიცებს, პირდაპირ ციხეში უშვებენ და ჟურნალ-გაზეთებს ხურავენ. აქ ვერ ნახავთ უმუშევარს, ვერ ნახავთ გაჭირვებულს და შემწეობის მათხოვარს. ჯარისკაცები, მასწავლებლები, ექიმები და მოხუცები წარმოუდგენელ პატივში და ზრუნვაში ჰყავთ. ვინც ებრაელის გრამ წვეთს დაღვრის, ისრაელის სპეც სამსახურს მთელს მსოფლიოშიც კი ვერ ემალება. აბა ახლა საქართვლოზეც ვთქვათ, იმ ჭორებში და ტყუილში, რომლისაც თვითონაც არ სჯეროდათ და იგონებდნენ, მაგის გამო ციხეშიც არ სვამდნენ და აქ? აქ სიცოცხლეშივე უწყობენ ჯოჯოხეთს! აი ეს არის სახელმწიფო! მტერს მტერი ჰქვია – მოყვარეს კი მოყვარე.
მიშას კი ვერც ის ” 1 ლარი ბენზინიდან”, “გაუპატიურებული ახლგაზრდები”, ” მოპარული 19 მილიარდი”, “ორგანოებით ვაჭრობა”, “სატანისტობა” და ა.შ დამტკიცდა, რისიც წლების განმავლობაში ხალხი დარწმუნებულები ვიყავით, როცა ახალ სვავებს ვაძლევდით ხმას და “41”-ს ვხაზავდით. მალე კი ისე “მოგვეხაზა”, რომ ემირაციაში წავედი!

წყარო: http://timenews.ge/2761--.html
скачать dle 11.3
4 429 / 11 июль 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები