წარმოუდგენელი სკანდალური ინფორმაცია, ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა. წარმოიდგენდა.

loading...


პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ ივანიშვილმა ბრძოლა მსოფლიო მასშტაბით გამოაცხადა. როგორც ირკვევა, დარტყმის მთავარი სამიზნე პაატა ბურჭულაძის რეპუტაციაა. ეჭვი ორგანიზებული შეტევის და მიზანმიმართული შავი პიარის შესახებ, საერთაშორისო კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორს გაუჩნდა და საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა.
კომპანია, რომელიც მსოფლიო არტისტებს აერთიანებს, განმარტებას თადუმაძის უწყებისგან ითხოვს. საქმე ეხება მსოფლიოს წამყვან თეატრებში ერთი და იგივე ტექსტით და ერთი და იგივე ავტორის მიერ განხორციელებულ ზარებს, რომელიც მიზნად ისახავს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციას.
ზარის ავტორი საერთო სქემით მოქმედებს - თავდაპირველად ამბობს, რომ სურს ინტერვიუ მსოფლიო ბანთან, თემად კი მის მოსალოდნელ დაპატიმრებას ასახელებს. ზარის ავტორი ამ ფორმით წამყვან თეატრებში ტოვებს მთავარ გზავნილს, რომ პაატა ბურჭულაძეს საქართველოში 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
"2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ. რასაც საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი. გავიდა ერთი წელიწადი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს.
გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა,"-ნათქვამია წერილში, რომელიც შალვა თადუმაძის სახელზე გაიგზავნა.

წყარო: rutavi2.ge
скачать dle 11.3
1 344 / 13 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები