სასწრაფოდ! ამ წუთებში ვრცელდება საპატრიარქოს განცხადება დავითგარეჯზე

loading...


დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.
სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება." ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
скачать dle 11.3
308 / 08 май 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები