7 თვის ბავშვის სასტიკი მკვლელობა - ამ წუთებში ბავშვის მამა შემზარავი ტრაგედიის დეტალებს ჰყვება

loading...

დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა „კურიერთან“ იმ შემზარავი ღამის დეტალებს ჰყვება, როდესაც 7 თვის შვილი საწოლში გაგუდული იპოვა. 20 მაისის ღამეს, როდესაც შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა.
აღაიანში 16 წლის დედა ქმართან და მის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი რამდენიმე წუთს გაუჩინარებულ რძალს ეძებდა. 20 წლის მიხეილ დვალიშვილმა, რომელმაც 8 თვის შვილი გუშინ დაკრძალა, ის შემზარავი წამიც გაიხსენა, როდესაც შვილი მკვდარი დაინახა.
ტრაგედიამდე ცოლ-ქმარ შორის კონფლიქტი მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი იხსენებს 19 მაისის ინციდენტსაც, როდესაც 16 წლის ცოლთან ტელეფონზე გაგზავნილი შეტყობინებების გამო იკამათა.
არავინ იცის, რა თქვა მოზარდმა დედამ, რომლის სასამართლო პროცესს მხარეებისა და კარს მიღმა ჟურნალისტების გარდა არავინ დასწრებია. პროცესზე არ ყოფილან ბრალდებულის მშობლები. ბრალდებულ დედას დახურულ სხდომაზეც არაფერი უთქვამს. მის მაგივრად მისი ადვოკატი სრულად დაეთანხმა პროკურორის პოზიციას, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 16 წლის გოგოს დაკავებიდან მალევე განაცხადეს, რომ დედამ შვილის მკვლელობა აღიარა. უწყებაში თქვეს, რომ მოზარდმა აღწერა, რა ჩაიდინა, სანამ ქმრის სახლიდან გამოიქცეოდა. დღეს ის დუმილის უფლებას იყენებს. ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეეფარდა.
არაფრის თქმა არ უნდათ, არც ბრალდებული დედის ახლობლებს, რომელთა აგრესია სისასტიკეში გადაიზარდა. წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე სოფელში ბრალდებული დედის შესახებ სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასულები. ახლობლების და ნათესავების მხრიდან თავდასხმა იმდენად სასტიკი იყო, რომ ჟურნალისტი ამ დრომდე ქუთაისის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.скачать dle 11.3
422 / 23 май 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები