ლევან როსტოშვილის, იგივე „როსტოს“ დედის ემოციური მიმართვა შვილის ციხიდან გათავისუფლებაზე, რომელიც ახლახანს ვრცელდება

loading...


მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის, იგივე „როსტოს“ დედამ, მაია ქაჩრიშვილმა განუცხადა.
როსტოშვილის დედის ინფორმაციით, მისი შვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, 3 კვირის წინ გათავისუფლდა.
„ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვაზე ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ 3 წელზე ჩამოუყვანა. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს იყო მხოლოდ გადამტანი. გროვდებოდა საცეკვაო ნივთიერება, რომელსაც ელექტონული მუსიკის ფესტივალებზე მთელ მსოფლიოში იყენებენ და სვამენ, რომ ალკოჰოლი არ მიიღონ. მე რა თქმა უნდა, მას არ ვამართლებ, თუმცა, ის ნარკოტიკის მომხმარებელი არასდროს ყოფილა, მთელი ცხოვრება სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, ალკოჰოლური სასმელიდანაც მხოლოდ ღვინო უყვარდა. მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ, ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავს, საზოგადოებაშიც უყვართ.
ვის გაუხარდა მისი დაკავება, არ ვიცი და ვისაც გაუხარდა, კარგად იყოს. მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ambebi.ge-ზე რამდენიმე კომენტარი წავიკითხე და გაოცებული ვარ პირდაპირ! ადამიანებს რა ღვარძლი აქვთ ასეთი! როსტოს არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია“, - განაცხადა ქაჩრიშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, როსტოშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, წიგნებს კითხულობდა.
„გათავისუფლდა თავისი პიროვნებიდან, თავისი ქცევიდან, თავისი წესიერებიდან გამომდინარე - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამორჩეული იყო. ამის გამო, ის მე-16 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ნაკლებად საშიში ადამიანები არიან და არაჩვეულებრივი პირობები აქვთ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა, დღეში 2 საათი ვარჯიშობდა, ბიბლიოთეკით სარგებლობდა.
თუ რამე წიგნი და ლიტერატურა გამოვიდა, იქ ყოფნის პერიოდში, ყველა წაიკითხა. იქიდან გამოსვლის შემდეგაც წიგნებს ეძებდა. 3 კვირაა, რაც გამოვიდა და გუშინ „ზუკას თასი“ ჩაატარა, უცხოელი სტუმრები იყვნენ მოწვეულები, უამრავი გეგმა აქვს.
ჩვენმა საყვარელმა მარგველაშვილმა ის არ შეიწყალა, მისი თანამონაწილე შეიწყალა და ეს არა, თუმცა ვერ გეტყვით, რატომ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან როსტოშვილის დედამ.
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.
скачать dle 11.3
529 / 10 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები