გაფრთხილება მოსახლეობას გველის შესახებ, რომელიც თავს იმკვდარუნებს

loading...


აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის რეკრეაციისა და პარკების წარმომადგენლებმა მოსახლეობა უჩვეულო ქვეწარმავლის შესახებ გააფრთხილეს. 
ABCnews-ის ინფორმაციით, პარკების ადმინისტრაციამ მოქალაქეებს "ზომბი გველის" შესახებ ამცნო, რომლის თავდაცვის ინსტინქტი თავის მომკვდარუნებაა. 
გაფრთხილებასთან ერთად შტატის ადმინისტრაციამ Facebook-ზე გველის ფოტოებიც გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ და ქვეწარმავლის ინსტინქტმა შეცდომაში არ შეიყვანონ. 
გველის აღნიშნული სახეობა, როგორც წესი, მიწაზე ამოტრიალებული წვება, პირს აღებს და ისე იქცევა, თითქოს მკვდარია. 


скачать dle 11.3
914 / 12 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები