ეჩვევა თუ არა კანი კოსმეტიკას და როდის უნდა შევცვალოთ ის

loading...


ხშირად სახის კანზე ჩნდება გამონაყარი, სიწითლე ან აქერცვლა. მსგავსი პრობლემების აღმოცენება შეიძლება რამდენიმე მიზეზით აიხსნას: ცუდი ეკოლოგია, არასწორი კვება, არასწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები, ასაკობრივი ცვლილებები. ძალიან მნიშვნელოვანია კოსმეტიკის გულდასმით შერჩევა, რომელიც წარმოქმნილ დეფექტებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

არსებობს თეორია, რომ კანი ეჩვევა კრემებს და მათი ეფექტურობა თანდათანობით მცირდება. ეს მთლად ასე არაა. კანის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია გარკვეულ შედეგამდე. სამწუხაროდ, ტენის მუდმივად შენარჩუნებასა და კოლაგენის მაქსიმალურად გამომუშავებას ვერ შეძლებს ვერც ერთი მოვლის საშუალება. ამიტომ როდესაც კრემი, ლოსიონი ან შრატი ორგანიზმზე ყველა შესაძლო ზემოქმედებასმოახდენს, შედეგის შენარჩუნების საკითხი დგება. მიიღწევა ე.წ. „მაქსიმალური ეფექტი“. ამის შემდეგ კანის მდგომარეობაზე ზემოქმედება შესაძლებელია უფრო სერიოზული მეთოდებით, როგორიცაა კოსმეტოლოგიური პროცედურები და სახის კონტურის მოდელირება.

თუ კოსმეტიკა დადებითად მოქმედებს კანზე, მისი შეცვლის აუცილებლობა არ არის. მიზანშეწონილია მოვლის საშუალებები სეზონის მიხედვით შეიცვალოს - ზაფხულში მეტად დამატენიანებელი
ხაზი, ზამთარში კი - მკვებავი. მნიშვნელოვანია ასევე კოსმეტიკის შერჩევა ასაკისა და კანის ტიპის გათვალისწინებით. 
скачать dle 11.3
97 / 13 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები