ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც ავაარის შედეგად დღეს დაიღუპა

loading...

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი „მესხეთის თეატრის“ 75 წლის მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ინფორმაციას ამის 
შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გალინა ხვიჩია ბორჯომში, დასასვენებლად, თეატრის მსახიობთან ვაჟა ნიკოლაშვილთან და მის შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და ეს ამბები მომხდარა, მეც ვაზუსტებ რაღაცეებს, სხვა დეტალები არ ვიცი“, – გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.

ბორჯომში შემთხვევა, დღეს 19 ივნისს, დილით მოხდა. „გოლფის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მსახიობსა და ორ მცირეწლოვანს დაეჯახა.

როგორც ბორჯომის ჯეო–ჰოსპიტალში განმარტავენ, ქალს თავზე პოლიტრამვები ჰქონდა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. მცირეწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია.

52 წელიწადია, რაც გალინა ხვიჩია მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობია. ახალციხეში თეატრალური კარიერის დასაწყებად თბილისიდან 1967 წელს წამოვიდა და ერთ-ერთია დასის იმ 17 წევრს შორის, ვისთან ერთადაც მესხეთის თეატრმა არსებობა დაიწყო.
скачать dle 11.3
249 / 19 июнь 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები