ქართველმა გოგონებმა, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იაპონია, კანადა და კიდევ 36 ქვეყანა ჩამოიტოვეს

loading...
გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა(EGMO 2019) საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2019 წლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკრაინაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ევროპისა თუ აზიის 50-მა ქვეყანამ მიიღო.
საქართველო გოგონათა გუნდი ოთხი წევრისგან შედგებოდა:
1. თამარ კორკოტაშვილი - 16 წლის - ვერცხლის მედალი
2. ანა ონოპრიშვილი - 16 წლის - ოქროს მედალი
3. ქეთი სულამანიძე - 16 წლის
4. მარიამ ივარდავა - 15 წლის - ვერცხლის მედალი
საქართველომ აღნიშნულ საერთაშორისო ოლიმპიადაში რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავა და ჩამოიტავა იაპონია, ავსტრალია, საფრანგეთი, ბრაზილია, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, საბერძნეთი, შვეიცარია, ესპანეთი, ფინეთი და კიდევ 26 სხვა ქვეყანა.
скачать dle 11.3
331 / 15 апрель 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები